კაკუნი სამოთხის კარზე

Knockin' on Heaven's Door - ფილმი გადაღებულია 1997 წელს. რეჯისორი thomas jahnმთავარ როლებში: til schweiger და jan josef liefers. ნომინირებულია 8 სხვადასხვა პრემიზე და გამარჯვება მოიპოვა ყველა მათგანში. IMDB რეიტინგი 7.8

ბედისწერა სურათის მთავარ გმირებს საავადმყოფოში შეახვედრებს, სადაც ექიმები მას 


სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ. მათი სიცოცხლეების თვლა საათებით მიდის.

დანარჩენი მოვლენები ფილმში ჩქარ ტემპში ვითარდება. ისინი გაიტაცებენ მანქანას,

რომლის საბარგულშიც მილიონი დოლარი დევს და საავადმყოფოდან გაიქცევიან. მათ

დაქირავებული მკვლელები მისდევენ კვალდაკვალ, ისინი თავის ნების წინააღმდეგ

მძარცველები ხდებიან, მათ პოლიცია მისდევს კვალდაკვალ, ისინი ბორდელშიც კი

მოხვდებიან. მაგრამ ამავე დროს არ ჩერდებიან და მაინც მირბიან წინ, თავის ბედის

შესახვედრად.



                                               jan josef liefers


                                                   til schweiger







წყარო: IMDB.com



Комментариев нет:

Отправить комментарий