ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

One Flew Over the Cuckoo's Nest- ფილმი გადაღებულია 1975 წელს. რეჟისორი- Milos Forman. მთავარ როლებში: Jack Nicholson, Louise Flatcher და Will Sampson. ნომინირებული იყო 9 ოსკარზე და აქედან 5-ში მოიპოვა გამარჯვება. საუკეთესო 250 ფილმში 12 ადგილზეა. IMDB რატინგი 8,8.

 

 რას იტყვით დასვენებაზე სახელმწიფოს ხარჯზე პატარა ფსიქიატრიულ კლინიკაში?

ზუსტად ეს გააკეთა მოუსვენარმა და დამოუკიდებელმა მაკმერფიმ, რომლის ძარღვებშიც -

ცეცხლი ანთია, ენა კი ბასრი დანასავითაა: თავი შეურაცხად ავადმყოფად მოაჩვენა და

გიჟებთან დასახლდა. მისი გადამდები დამოუკედბლობის გრძნობა ეგრევა იწყებს

საავადმყოფოს ბნელი ყოველდღიურობის მოწამვლას. თუ ტელევიზორში ფეხბურთში

მსოფლიო ჩემპიონატს აჩვენებენ, ის არ დაუშვებს, რომ დამაწყნარებელი წამალით

გაჭყეპილი პაციენტები ირგვლივ დაეხეტებოდნენ. ეს - ომია! ერთ მხარეზე - მკმერფია.

მეორეზე - მედდა რეტჩედი, მას მშვიდი ხმა აქვს, ის - ერთერთი ყველაზე ცივსისხლიანი

და დაუნდობელი ბოროტმოქმედია კინოს ისტორიიდან. ფსონზე ყოველი პაციენტის ბედი

დევს...


                                                                 Jack Nicholson



                                                               Louise Flatcher






Комментариев нет:

Отправить комментарий